1765919119
სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს, ნავიდ აკრამს 59 ბრალდება წაუყენეს
სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილს, ნავიდ აკრამს 59 ბრალდება წაუყენეს. მათ შორის არის 15 პირის მკვლელობა და ტერორისტული აქტის ჩადენა.
მედიის ინფორმაციით, აკრამს ასევე ბრალი წაუყენეს მკვლელობის განზრახვით პირისთვის სხეულის მძიმე დაზიანების გამო, ასევე აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლოს საჯაროდ გამოფენაში.
მეორე თავდამსხმელი, მისი 50 წლის მამა, საჯიდ აკრამი, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს ადგილზე მოკლეს. ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, 1996 წლის შემდეგ ეს იყო ქვეყნის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა.
ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, ნავიდ აკრამი პოლიციასთან შეტაკების დროს მძიმედ დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. სიდნეის საავადმყოფოებში რჩება თავდასხმაში დაშავებული ოცი ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობისთვის, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარ სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ბავშვიც. პოლიციის განცხადებით, ავტომობილში, რომელიც თავდასხმაში მონაწილე პირებს ეკუთვნოდათ, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების დროშები და იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.










