1746303287
სერბეთის პრეზიდენტის ექიმების განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს ვერ დაესწრება

სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს ვერ დაესწრება.
ალექსანდრ ვუჩიჩის კარდიოლოგი ამბობს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი მოვალეობის შესრულებას ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოსკოვში ვერ გაემგზავრება.
ექიმებმა ვუჩიჩს მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია მისცეს.