1792692902
საფრანგეთში პირუტყვის ვირუსის - „შამონდას“ ადამიანზე გადადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში დღეს დაფიქსირდა „შამონდას“ ვირუსით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა. პაციენტი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, მოგვიანებით გარდაიცვალა.
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ცნობით, „შამონდას“ ვირუსი, რომელიც ძირითადად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში გვხვდება და მწერების (კერძოდ, მცირე ზომის მკბენარი ბუზების) ნაკბენით გადაეცემა, ასევე აღმოჩენილია ცხენებში, ცხვრებსა და თხებში.
საფრანგეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, არსებული ვარაუდით, პაციენტი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაინფიცირდა, სადაც მიმდინარე წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ვირუსი ცხოველებში ვრცელდებოდა.










