ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის, საფრანგეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიციამ 135 ადამიანი დააკავა.
ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციები 100-ზე მეტ ლოკაციაზე იმართება.ქვეყნის ბევრ ნაწილში მოქმედებს კომენდანტის საათი, დახურულია სხვადასხვა დაწესებულება და აკრძალულია საპროტესტო აქციები, თუმცა, ხელისუფლებამ აქციების გამართვის ნება ისეთ ქალაქებში დართო, როგორიცაა ლილი და მარსელი.
როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროისთვის 35 000 მომიტინგეა დათვლილი, ხოლო გასულ კვირას, იმავე დროს, მათი რაოდენობა 60 000-ს შეადგენდა.