„ეს მხოლოდ ჩემი ოცნების დასაწყისია“ - ვინ არის „ღამის შოუს ბენდის” ახალი წევრი
1792874418
ომანის სულთნის, ჰაითამ ბინ ტარიქ ალ საიდის პატივსაცემად გამართულ სადილზე უელსის პრინცესამ ლიბანელი დიზაინერის, ელი სააბის, ლიმონისფერი კაბა შეარჩია, რომელსაც გრძელი მოსასხამი აქვს.
კაბის ნაზი ყვითელი ფერი, წელზე შემოხვეული ფართო ქამარი და დახურული, სამკუთხა დეკოლტე დახვეწილ და შთამბეჭდავ იერს ქმნიდა.
ქეითმა ლუქი „სიყვარულის კვანძების“ სახელით ცნობილი, წრიული ტიარით დაასრულა. სამკაულების არქივში შემავალი ეს სამეფო აქსესუარი დედოფალ ელიზაბეტ II-ის კოლექციიდან შერჩეული საყურეებითა და სამაჯურით შეავსო.


