საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
შანხაიში მომხდარმა უჩვეულო ძარცვამ ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ქურდმა კომპანიის ოფისში შეაღწია, რამდენიმე ძვირფასი ნივთი მოიპარა, თუმცა ყველა ტექნიკის წაღებაზე უარი თქვა და მეპატრონეს წერილიც დაუტოვა, რომელშიც უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება ურჩია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც შანხაის პოლიციამ განაცხადა, მამაკაცი, გვარად სანგი, შენობის გარე კედელზე ავიდა და ასე შეაღწია შენობაში. მან საბოლოოდ ხელში ჩაიგდო მაჯის საათი და Apple MacBook.
თუმცა, მისი ქმედება ჩვეულებრივი ქურდობისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მამაკაცმა ადგილზე მობილური ტელეფონებისა და ლეპტოპების ნაწილი ერთ მაგიდაზე დააწყო და მათ ქვეშ ბლოკნოტი დატოვა.
ბლოკნოტში მეპატრონისთვის წერილი ჰქონდა დაწერილი. ქურდი მას უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებას ურჩევდა და აღნიშნავდა, რომ ყველა მოწყობილობა შეგნებულად არ წაიღო, რადგან ეს ბიზნესისთვის ზიანის მიყენებას გამოიწვევდა.
უფრო უცნაური კი ის იყო, რომ წერილის ბოლოს მან საკუთარი საკონტაქტო ნომერიც დატოვა და მეპატრონეს უთხრა, რომ თუ ლეპტოპისა და ტელეფონის დაბრუნება სურდა, მას დაკავშირებოდა.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ ქურდს თავისუფლების დიდხანს შენარჩუნებაში ვერ უშველა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი დანაშაულიდან რამდენიმე საათში დააკავეს.