ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყვიტოს და გარიგება დადოს.
მისი თქმით, ის იმედგაცრუებული იყო, როცა დაინახა, რომ „რუსული რაკეტები მიფრინავდნენ“ უკრაინული ქალაქებისკენ.
„მინდა, რომ მან [პუტინმა] ცეცხლი შეწყვიტოს, მაგიდასთან დაჯდეს და გარიგება დადოს. ჩვენ შეთანხმების მონახაზი გვაქვს. შეთანხმების დადება და ამით ყველაფრის დასრულება მსურს. მსურს ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
ტრამპმა რუსეთზე შესაძლო ზეწოლის კონტექსტში განაცხადა, რომ ბევრის გაკეთება შეუძლია.
„ამის გაკეთება არ მსურს, თუმცა ჩვენ ბევრი ძლიერი მხარეები გვაქვს“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.