სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
თითქმის 13-წუთიან გამოსვლაში ნავროცკიმ განაცხადა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ ეს არის პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლო, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ კავშირს პოლონეთის სახელმწიფოსთან და ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას.
„ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებებს, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემას, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს... ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ნაწილისთვის „უპა-ს გმირების“ სახელის მინიჭებაზე, კონსულტაციების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ“, - განაცხადა ნავროცკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო პუტინი - დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე. ეს ომი ევროპისთვის ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.