- 1 გრადუსი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1765990647
ევროპული ქვეყნების ლიდერები უკრაინის დაფინანსების შესახებ შეთანხმებაზე უნდა შეჯერდნენ ბრიუსელში ამ კვირაში დაგეგმილ გადამწყვეტ სამიტზე, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:
ევროპული საბჭოსთვის სხდომისთვის ორი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზე. ერთი ეფუძნება აქტივებს, მეორე კი ევროკავშირის მიერ სესხის აღებას. ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტა, თუ რომელი გზით გვსურს წასვლა, რომელი გზა უნდა ავირჩიოთ. თუმცა, ერთი რამ ძალიან, ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების შესახებ ევროპული საბჭოს ამ სხდომაზე.
მისი თქმით, „ევროპა თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე“, რადგან „ეს აღარ არის არჩევანის საკითხი. ეს აუცილებლობაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“.
„უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი აქტი ევროპული თავდაცვისთვის არ არსებობს. მომდევნო დღეები გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ამის უზრუნველსაყოფად“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.