თელავში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია - ინფორმაცია ადგილიდან
1771243309
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა გაიმართა.
„ახალი ოქროს ხანა უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუდაპეშტში“, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელში და შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტი „ყველანაირად უჭერს მხარს ამერიკულ სამშვიდობო ინიციატივებს“.
სიიარტოს თქმით, აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით, უნგრეთი კომუნალური გადასახადების შემცირებას აგრძელებს.
ცნობისთვის, მარკო რუბიო ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით 15 თებერვალს ჩავიდა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სლოვაკეთში იმყოფებოდა.