1778309433
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დამტკიცების შემდეგ მადიარმა პარლამენტის წინაშე ფიცი დადო და ამით ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა.
პარლამენტის სხდომის პარალელურად, გარეთ მადიარის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. მათ მიტინგზე მადიარმა „უნგრეთის ისტორიის დასაწერად“ უხმო.
„პირველად დამეუფლა გრძნობა, თუ რა კარგია იყო უნგრელი“, - განუცხადა გამოცემას 68 წლის მომიტინგემ ერსებეთ მედვემ.











