პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს

შეჰბაზ შარიფი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი,დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივებას და ზავის გამოცხადებას სთხოვს.

შეჰბაზ შარიფი მოუწოდებს თეირანს, ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა დაუშვას.

"იმისათვის, რომ დიპლომატიას მოქმედების საშუალება მიეცეს, პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად ვთხოვ, ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების დიპლომატიური ძალისხმევა სტაბილურად და ძლიერად მიმდინარეობს. პოტენციურად ეს უახლოეს მომავალში არსებით შედეგებამდე მიგვიყვანს", - აღნიშნავს შეჰბაზ შარიფი.

ცნობისთვის, პაკისტანი, ეგვიპტესთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად, მეომარ ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.