ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
ოფიციალური თეირანი განმარტავს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ომის დასრულებას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, თელ-ავივის საჰაერო სივრცეში რამდენიმე ირანული რაკეტა დაფიქსირდა, რომელიც ჩამოაგდეს. შედეგად დაზიანდა შენობა; არავინ დაშავებულა.
განგაში იყო გამოცხადებული ქუვეითში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებშიც.
ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას აზუსტებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ნეთანიაჰუს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ჰეზბოლას ობიექტებზე იერიშებს. შესაბამისად, მორიგი შეტევა იყო ღამით ლიბანის ქალაქ სიდონზე - დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავდა 22; დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.