„ნიუ იორკ თაიმსი“: აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, განახლებული სამხედრო მოქმედებები მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური იქნება.

„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა გეგმის დეტალები ისრაელში ვიზიტის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან განიხილა.

გამოცემის ცნობით, ახალი იერიშების სამიზნე ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვული ობიექტები, რაკეტებისა და დრონების არსენალი იქნება.

ზოგიერთი ოფიციალური პირის ცნობით, თავდასხმების კიდევ ერთმა მასშტაბურმა სერიამ შეიძლება, გაანადგუროს ირანის ეკონომიკა და აიძულოს ქვეყანა დიპლომატიური დათმობებისკენ თითქმის რვათვიანი კონფლიქტის შემდეგ.

მათივე ცნობით, განახლებული ომი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე აშშ-ისრაელის ინტენსიური დარტყმების პირველი ფაზა, რომელიც თებერვლიდან აპრილამდე გაგრძელდა.

✕