ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყებს.

არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და ბლოკი, მათ შორის: ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“; ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც სათავეში რუსი მილიარდერი, სამრეწველო-სამშენებლო ჯგუფ „ტაშირის“ ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი უდგას; ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს; ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ და ყოფილი ომბუდსმენის, არმან თათოიანის პარტია „ერთიანობის ფრთები“.