მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში დაასახელეს
1788441240
ნეპალში წყალდიდობიდან ათი დღის შემდეგ სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს.
მედიის ცნობით, 64 წლის ნეპალელი ჩანდიკა შრესტა სამაშველო ჯგუფებმა ნუვაკოტის რაიონში ნაწილობრივ დამარხული სახლის მეოთხე სართულზე იპოვეს. ის ვერტმფრენით კატმანდუს საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ძლიერი წყალდიდობა ნეპალსა და ტიბეტში 26 აგვისტოს მოხდა. სტიქიას, სულ მცირე, 1 300 ადამიანი ემსხვერპლა, 5 600-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.