1780423256
ნატო-ში აშშ-ის ყოფნის აზრი თუ ბაზების გამოყენების შესაძლებლობაა, მაგრამ ზოგიერთი წევრი ამაზე უარს ამბობს, ეს ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - მარკო რუბიო
ნატო-სგან რასაც ვიღებთ, თუ ბაზების გამოყენების შესაძლებლობაა, მაგრამ შემდეგ ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი მათ გამოყენებაზე უარს ამბობს, ეს ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ნატო-ს ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, ესპანეთი ღიად ტრაბახობს, რომ შეერთებულ შტატებს ბაზების გამოყენება აუკრძალა.
„თქვენ გესმით, რომ ჩვენ ფაქტობრივად, მდიდარი ქვეყნების მთელი კონტინენტის თავდაცვის ხერხემალს წარმოვადგენთ, ისინი არა ღარიბი, არამედ მდიდარი ქვეყნები არიან და ჩვენთვის ნატო-სგან სარგებელი ის არის, რომ ის ამ ბაზების გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს. ახლა კი ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ზოგიერთი ამ ქვეყნებიდან, მაგალითად, ესპანეთი, ღიად ტრაბახობს, როგორ გვითხრა უარი ბაზების გამოყენებაზე. ჩვენი ნატო-ში ყოფნის აზრი და ის, რასაც ნატო-სგან ვიღებთ, თუ ბაზების გამოყენების შესაძლებლობაა, შემდეგ კი ამ ალიანსის ზოგი წევრი გაუთვალისწინებელ ვითარებაში ფაქტობრივად უარს აცხადებს ამ ბაზების გამოყენებაზე, ეს ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნა რუბიომ.












