ქართველი მილიარდერი მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს
1792527306
NATO შავ ზღვაში დამატებით საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს, რადარულ სისტემებსა და დრონებს გაგზავნის. ამის შესახებ სამხედრო ალიანსმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რეგიონში გემებზე დრონებით თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, თვითმფრინავების, დრონებისა და რადარული სისტემების გარდა, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაგზავნეს ან გაგზავნიან სადაზვერვო პერსონალსა და სპეციალისტთა ჯგუფებს, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტიზას ჩაატარებენ.
NATO-მ უკვე გააძლიერა თავისი პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებით“, – განაცხადა ალიანსის მთავარმა პრესსპიკერმა, ელისონ ჰარტმა სოციალურ ქსელ X-ზე.
„როიტერის“ ცნობით, NATO-ს ბოლო თავდასხმები რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის არ დაუკავშირებია.
ცნობისთვის, გასულ კვირას რუმინეთის შავი ზღვის სანაპიროსთან ორ ქიმიურ ტანკერზე დრონებით თავდასხმის შედეგად გემებზე ხანძარი გაჩნდა, შვიდი მეზღვაური დაკარგულად გამოცხადდა. „როიტერის“ ცნობით, ბოლო ათი დღის განმავლობაში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან, სულ მცირე, ხუთ სხვა სატვირთო გემზეც განხორციელდა თავდასხმა.