"მჯერა, რომ ჩვენი ორი ერის არსი სულის კეთილშობილებაა და მოვალეობა, ხელი შევუწყოთ თანაგრძნობას, მშვიდობას, გავაღრმაოთ ურთიერთგაგება და დავაფასოთ ყველა ადამიანი" - ჩარლზ III-ის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

მეფე ჩარლზ III

 დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის ოთხდღიანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ჩარლზი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ხაზი გაუსვა ორი სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას.

"მჯერა, რომ ჩვენი ორი ერის არსი სულის კეთილშობილებაა და მოვალეობა, ხელი შევუწყოთ თანაგრძნობას, მშვიდობას, გავაღრმაოთ ურთიერთგაგება და დავაფასოთ ყველა ადამიანი, - ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი თუ არცერთი რწმენის მიმდევარი", – განაცხადა მონარქმა.

ასევე, მან კონგრესის წინაშე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სტუმრებს თეთრ სახლში ვახშამზე უმასპინძლა.