ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ სააპელაციო სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე 117 ადამიანი დააკავა. მათ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ედებათ ბრალად.
საქმე ეხება ჯგუფ Palestine Action-ს, რომელიც ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
დემონსტრაციის პარალელურად, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის აკრძალვა კანონიერი იყო.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ Palestine Action-ი 2025 წლის ივლისში აკრძალა მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს. როგორც მედია წერს, აღნიშნული ჯგუფი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.