ნანიკო ხაზარაძე გია ჯაჯანიძესთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1780429644
ისრაელმა მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით ასზე მეტი დარტყმა განახორციელა. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციებზე.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო ძალების მხარდაჭერით, ასზე მეტი დარტყმა განხორციელდა და დაღუპულია „ჰეზბოლას“ დაახლოებით ოცი მებრძოლი. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მდებარე სახლებიდან ამოღებულია ასობით ერთეული იარაღი.