1692302192
მედია: აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროპარლამენტთან ყველა ფორმის თანამშრომლობა შეაჩეროს
აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტთან ურთიერთობას აჩერებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის გამო მიიღეს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა.
აზერბაიჯანის პარლამენტი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს.
გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, აზერბაიჯანი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს.











