ლოცვა, რომელიც მსწრაფლშემსმენელი ხატის წინ იკითხება
1788542995
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს ნატო-ზე თავდასხმას, მიუხედავად გერმანიის მიერ რუსეთის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისა, რომელიც აეროპორტზე დრონებით თავდასხმებს მოჰყვა.
თეთრ სახლში მედიასთან შეხვედრისას „ფრანს პრესის“ წარმომადგენელმა სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა აშშ-ის პრეზიდენტს. ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინს ესაუბრება და მას კარგად იცნობს.
„მე ვესაუბრები მას. ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი არ აპირებს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს მოსკოვში „ომის დასასრულებლად წინადადება მიაქვთ“.