მძიმედ დაავადებული ბრიუს უილისი ქალიშვილის ქორწილს დაესწრო - მსახიობის უახლესი ფოტოები მედიაში გავრცელდა

უილისი

ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელიც დემენციას ებრძვის, ქალიშვლის ტალულა უილისის ქორწილს დაესწრო, რომელიც მუსიკოს ჯასტინ ეისის გაჰყვა ცოლად. 71 წლის ბრიუსის იშვიათი ფოტო ახალდაქორწინებულებთან ერთად გამოცემა Vogue-ის Instagram-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ისინი 2024 წლის დეკემბერში დაინიშნენ, ურთიერთობის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ხოლო ქორწილი 2026 წლის 8 აგვისტოს, პატარძლის ოჯახის სახლის უკანა ეზოში, აიდაჰოს შტატის ქალაქ ჰეილიში გაიმართა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

აღინიშნება, რომ შეყვარებულების პირველი შეხვედრა Delta-ს ბარგის გაცემის ზონაში შედგა, სადაც ჯასტინმა ტალულა მაშინვე ყავაზე დაპატიჟა... გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, ზეიმს ასევე ესწრებოდა პატარძლის დედა, მსახიობი დემი მური.

მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუს უილისს აღარ შეუძლია ლაპარაკი და სიარული. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მსახიობს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით კი დაავადება ფრონტოტემპორალურ დემენციაში (FTD) გადაიზარდა.

მედიის ცნობით, ახლა უილისი მუდმივ მოვლას საჭიროებს, მას აღარ შეუძლია დიალოგის წარმართვა, დახმარების გარეშე გადაადგილება და საკუთარი სამსახიობო კარიერაც კი არ ახსოვს.