პრემიერმა მგზავრთა გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სიახლე დააანონსა
1780419873
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში „სულ უფრო აქტიურად ერთვება“.
ამის შესახებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვფიქრობ, არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ის, ამა თუ იმ დონეზე, სულ უფრო მეტად ერთვება პროცესებში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მოჯთაბა ხამენეი საზოგადოების წინაშე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ომის დასაწყისში მომხდარი თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო.
აღნიშნულ თავდასხმას მისი მამა, ალი ხამენეი და ქვეყნის რამდენიმე სამხედრო ლიდერი ემსხვერპლა.
უზენაესი ლიდერის საჯარო სივრციდან გაუჩინარებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ირანის მმართველ სტრუქტურაში მისი რეალური როლის შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია.