მარკო რუბიო: ჩვენ არ ვცდილობთ, ვინმე ვაიძულოთ, დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც არ სურს

მარკო რუბიო

ჩვენ არ ვცდილობთ, ვინმე ვაიძულოთ, დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც არ სურს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუბიოს თქმით, ეს ომი წარმოუდგენლად დამანგრეველია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

„შეერთებულმა შტატებმა შეძლო, ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა. გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში ტექნიკურ დონეზე ორივე მხარის სამხედრო მაღალჩინოსნები რეალურად ერთ მაგიდასთან დასხდნენ. ამ კვირის ბოლოს ჟენევაში მოლაპარაკებებს ხელახლა განვაახლებთ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს ვცდილობთ, თუ ეს შესაძლებელია, გარკვეული როლი შევასრულოთ შეთანხმების მიღწევაში. ჩვენ არ ვცდილობთ, შეთანხმება ვინმეს თავზე მოვახვიოთ, არ ვცდილობთ, ვინმე ვაიძულოთ, დათანხმდეს იმ შეთანხმებას, რომელიც მას არ სურს. უბრალოდ გვინდა, დახმარება გავუწიოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ომი წარმოუდგენლად დამანგრეველია. მიგვაჩნია, რომ ეს ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ომებს შორის, რაც კი ოდესმე მინახავს, ​​სადაც საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წევრი გმობს ომის დასრულების მცდელობებს, მაგრამ ჩვენ ამას ვაპირებთ იქამდე, ვიდრე ჩვენი როლი და ჩართულობა პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა რუბიომ.