მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში დაასახელეს
1788441240
ჩიკაგოში 53 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე Macy’s-ის მაღაზიაში ღამის განმავლობაში დარჩა და იქიდან ტანსაცმელი და საკვები მოიპარა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დარჩა. ღამის განმავლობაში მან რამდენიმე ტანსაცმელი აიღო, ჩაიცვა და მაღაზიის კვების ობიექტებიდან საკვებიც წაიღო.
დაახლოებით ღამის 3:25 საათზე მამაკაცმა მაღაზია დატოვა. თუმცა მისი ისტორია ამით არ დასრულებულა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, Macy’s-ის თანამშრომლებმა ქუჩაში შეამჩნიეს პირი, რომელიც აღწერით იმ ადამიანს ჰგავდა, ვინც ივნისში მაღაზიაში იმყოფებოდა. თანამშრომლების ყურადღება განსაკუთრებით იმან მიიქცია, რომ მას იგივე ფეხსაცმელი და ზურგჩანთა ჰქონდა, რაც შემთხვევის დროს დაფიქსირებულ პირს.
პოლიციამ მამაკაცი დააკავა. მას ბრალი შენობაში უკანონოდ შეღწევასა და მძიმე კატეგორიის საცალო ქურდობაში წაუყენეს.