1765629268
ლიონელ მესის ინდოეთში მოგზაურობა ქაოსში გადაიზარდა - dailymail
ლიონელ მესის ინდოეთში მოგზაურობა ქაოსში გადაიზარდა, გულშემატკივრები კალკუტის მოედანს შტურმით არღვევდნენ და ბოთლებს ისროდნენ - მიზეზი, არგენტინელი ლეგენდის სტადიონიდან დაგეგმილზე ადრე წასვლა გახდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
გულშემატკივრებმა, რომლებმაც ლეგენდის სანახავად ძვირადღირებული ბილეთები შეიძინეს, პროტესტის ნიშნად ვანდალიზმს მიმართეს, ბოთლების სროლა დაიწყეს და ტრიბუნებთან აღმართული დამცავი ღობის გატეხვის ცდილობდნენ.
ფეხბურთის ლეგენდა სტადიონზე ადგილობრივი დროით 11:15 საათზე მივიდა, თუმცა მხოლოდ ნახევარი საათით დარჩა, რადგან სტადიონზე დამსწრე ათასობით გულშემატკივარმა, იმ მიზეზითაც, რომ მესის დანახვა მისი მრავალრიცხოვანი დაცვის და თანხმლები პირების გამო ვერ შეძლეს, პროტესტის გამოხატვა ქაოტურად და აგრესიულად დაიწყეს.
85 000 მაყურებლიან სტადიონზე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 80 000 გულშემატკივარი იმყოფებოდა, რომელთაგან უმრავლესობამ, მესის სანახავად 99 ფუნტამდე გადაიხადა.
დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რადგან ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო არგენტინელის დანახვა.
"მხოლოდ ლიდერები და მსახიობები იყვნენ მესის გარშემო, 12 000 რუპიის ბილეთი გვქონდა (99 ფუნტი სტერლინგი), მაგრამ მისი სახის დანახვაც კი ვერ შევძელით", - განუცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საინფორმაციო სააგენტო ANI-ს.
დღეს დილით სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან გულშემატკივრები ბოთლებს და აზიანებენ სკამებს, რამაც პოლიცია აიძულა ჩარეულიყო.











