რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
ისრაელთან მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აშშ-ირანის მოლაპარაკებების ნაწილი არ არის, – ამის შესახებ ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იუსეფ რაგიმ გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეპულთან საუბრის დროს განაცხადა.
„ლიბანი ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ცდილობს. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ გზამ, პრაქტიკულად, გააძლიერა ლიბანური და ირანული საკითხების გამიჯვნა“, – აღნიშნა ლიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე ირანმა მოითხოვა, აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო „ჰეზბოლაზე“ ისრაელის თავდასხმების შეჩერება.
იუსეფ რაგიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ ლიბანის სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება, ლიბანის სახელით მოლაპარაკებები განახორციელოს.