კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერის კანდიდატების წარდგენა, სავარაუდოდ, 9 ივლისს დაიწყება

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერმა პრემიერის და ლეიბორისტების ლიდერის  პოსტი დატოვა.

"ჩემს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ყოველთვის ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ, ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს.

ამ დილით ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს, რათა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეცნობებინა.

მივმართავ ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს, რათა განისაზღვროს ახალი ლიდერის არჩევის განრიგი, რომლის მიხედვითაც კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე დასრულდება", - განაცხადა სტარმერმა.

"მე ასევე სრულ და უპირობო მხარდაჭერას გამოვუცხადებ ჩემს მემკვიდრეს, რადგან მჯერა, რომ ის ჩაიბარებს ბრიტანეთს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი და სამართლიანია, ვიდრე ის, რომელიც მე დამხვდა ორი წლის წინ",  - დასძინა კირ სტარმერმა დაუნინგ სტრიტის რეზიდენციასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.