1780504044
იტალიის თავდაცვის მინისტრი: ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია
იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის შიგნით, Lega-სა და Forza Italia-ს შორის დაწყებულ პოლემიკას ეხმაურება.
გასულ დღეებში, როდესაც ბრიუსელში კვლავ აქტიურად საუბრობდნენ დიდ პროგრესსა და კიევთან ახალი თავების გახსნაზე, ანტონიო ტაიანი უკრაინის გაწევრიანების იდეას მიემხრო, თუმცა დააზუსტა, რომ „ჯერ ბალკანეთის ჯერია“.
„ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია. არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინა თავისი მასშტაბებითა და ეკონომიკური სისტემით ევროპაში რომ შევიდეს, სოფლის მეურნეობის სექტორში მყისიერად დაიწყება უმწვავესი კრიზისი ევროკავშირის მრავალი ქვეყნისთვის, რისი უფლების მიცემაც საკუთარი თავისთვის არავის, მათ შორის არც გერმანელებს, არ შეუძლიათ“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.











