ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
ირანმა ისრაელში სარაკეტო თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყო. სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ ჰაიფაში 10-მდე ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად, ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ ბეირუთში "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს. მანამდე ლიბანის დედაქალაქში ევაკუაცია იყო გამოცხადებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამავე დროს ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰორმუზის სრუტეში ბოლო 24 საათის განმავლობაში 15-მა გემმა გაიარა. ეს მაჩვენებელი ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ მოცულობაზე 90 პროცენტით ნაკლებია.