ირანმა აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა - Skynews

Axios: ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვას აპირებს

ირანმა, აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა - ამის შესახებ skynews-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, თეირანის მოლაპარაკებებზე არყოფნა "ვაშინგტონის გადაჭარბებულ მოთხოვნებს, არარეალურ მოლოდინებს, პოზიციის მუდმივ ცვლილებებს, განმეორებით უთანხმოებებს და მიმდინარე საზღვაო ბლოკადას" უკავშირდება.

აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარების შესახებ განაცხადა.