ირანის უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის საწინააღმდეგო ძალების მხარდაჭერას

მოჯტაბა ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის საწინააღმდეგო ძალების მხარდაჭერას. აიათოლა მოჯტაბა ხამენეის გზავნილი სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა ეთერში წაიკითხა.

„მე მტკიცედ ვაცხადებ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის თანმიმდევრული პოლიტიკა გარდაცვლილი იმამისა და მოწამეობრივი ლიდერის გზის გაგრძელებისას ეფუძნება სიონისტ-ამერიკელი მტრის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ხამენეიმ ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასადმი“ გაგზავნილ წერილში.

ხამენეი ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აშშ-ის და ისრაელის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ის დაჭრილია.