„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს საუდის არაბეთში აშშ-თან დაკავშირებული ნავთობქიმიური კომპლექსების წინააღმდეგ

თავდასხმა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მტკიცებით, თავდასხმა განახორციელეს საუდის არაბეთში აშშ-თან დაკავშირებული ნავთობქიმიური კომპლექსების წინააღმდეგ.

ირანული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 4“-ის 99-ე ტალღის ფარგლებში თავდასხმის სამიზნე გახდა ამერიკული კომპანიების საკუთრებაში არსებული უდიდესი ნავთობქიმიური კომპლექსები, მათ შორის Sadara-ს, ExxonMobil-ისა და Dow Chemical-ის ობიექტები, რომლებიც საუდის არაბეთის ჯუბაილის რეგიონში მდებარეობს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის ქალაქ ჯუაიმაში მდებარე ამერიკული კომპანიის, Chevron Phillips-ის კუთვნილი მსხვილი ნავთობქიმიური კომპლექსი ასევე დაიბომბა საშუალო რადიუსის რაკეტებითა და თვითმკვლელი დრონებით.

გარდა ამისა, ირანული მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ისრაელის კუთვნილი კონტეინერმზიდი გემი, რომელიც ცდილობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორ ფაკანის პორტის გამოყენებას, რათა სამხედრო აღჭურვილობა ხმელეთით გადაეტანა ჰორმუზის სრუტის გავლის გარეშე.