ირანი აშშ-სა და მის მოკავშირეებს წლების განმავლობაში ნავთობისა და გაზის გარეშე დატოვებით ემუქრება

ნავთობი

ირანის უმაღლესი გაერთიანებული სამხედრო სარდლობა დაიმუქრა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ყურეში ნავთობისა და გაზის მიწოდებას წლების განმავლობაში შეუწყვეტს.

სარდლობამ განაცხადა, რომ რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გააგრძელებს.