1696234801
ილონ მასკი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ის ძალიან დამეხმარა როგორც საარჩევნო კამპანიაში, ასევე იმით, რაც გააკეთა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტთან დაკავშირებით - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის თეთრ სახლში ყოფნაზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, მას სურს, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნებაა.
„მასკი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ის ძალიან დამეხმარა როგორც საარჩევნო კამპანიაში, ასევე იმით, რაც მან გააკეთა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტთან დაკავშირებით, და თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობთ – თითქმის 200 მილიარდ დოლარზე, რომელიც სწრაფად იზრდება, რადგან ბევრი რამ, რასაც ჩვენ განვიხილავდით, ახლა ფაქტად იქცა. ეს საშინელებაა. მე ვგულისხმობ თაღლითობას, ფულის ფლანგვას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ყველაფერს, რაც მოხდა, უბრალოდ საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილი მასკს უსამართლოდ მოექცა.