რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ დიპლომატიურ ძალისხმევას გააგრძელებს, რათა ჰორმუზის სრუტეში ყველა გემის გავლა უზრუნველყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტაკაიჩიმ ეს განცხადება ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.
ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ის პირადად დაუკავშირდა ირანის პრეზიდენტს იაპონიასთან დაკავშირებული გემის ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, გადაზიდვების მონაცემებმა აჩვენა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა Idemitsu Maru-მ, რომელსაც საუდის 2 მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა, ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა და, ირანთან ომის დაწყების შემდეგ, იაპონიასთან დაკავშირებული პირველი ნავთობტანკერი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა.