„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა...“ - ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
1786825142
ჰავაის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ქარიშხალმა „ლალამ“ ჰავაიზე ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, რის გამოც 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
პირველი კატეგორიის ქარიშხლის გამო ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. ეს ჰავაის დიდი კუნძულის პირველი პირდაპირი დარტყმა იქნება ქარიშხლისგან 34 წლის განმავლობაში.
ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, გზა ბევრ ადგილას დაზიანდა, ასევე გადაიდო 190 ფრენა.