გერმანიაში ახალგაზრდულმა მოძრაობამ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში 31 ოქტომბერს დემონსტრაციების ჩატარება დააანონსა

გერმანია

გერმანიაში ახალგაზრდულმა მოძრაობამ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში 31 ოქტომბერს დემონსტრაციების ჩატარების მოწოდება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

Gen Z regelt ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელმაც გერმანიის 21 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, კიოლნში, ჰამბურგსა და მიუნხენში მოსახლეობას 31 ოქტომბერს მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

როგორც მედია წერს, ათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას დემონსტრაციებში „არაეფექტური სკოლებისა და მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის”, ასევე ცხოვრების მაღალი ხარჯების, სოციალური უსამართლობის, არმიაში გაწვევისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

ორგანიზატორების ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ინიციატივა „ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგია“.

პოლიციაში განმარტეს, რომ ადამიანების შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვას აპირებენ. გერმანიის ფედერალური პოლიციის პროფკავშირის თავმჯდომარე ანდრეას როსკოპფი აცხადებს, რომ მიწების პოლიცია და ფედერალური პოლიცია ნებისმიერ უწესრიგობას „მკაცრ პასუხს გასცემს”.

✕