ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
ვარშავის, ვენისა და ბერლინის შემდეგ, პეტერ მადიარი პარიზში იმყოფება - ორბანის სისტემის დამამხობელი ევროპულ დედაქალაქებს ისეთი ტემპით სტუმრობს, რაც ყველაფერს ამბობს მის ამბიციაზე: აჩვენოს, რომ უნგრეთი შეიცვალა, ბუდაპეშტი დაბრუნდა და ევროპას კვლავ შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს, - წერს ფრანგული გამოცემა Le Point-ი სტატიაში სათაურით „არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი ორბანის სისტემაშია გაჭედილი“.
სამშაბათს ბერლინში, ფრიდრიხ მერცი აღფრთოვანებული იყო, მიესალმებოდა რა „ისტორიულ გარდატეხას“ და უნგრეთს „კონტინენტისთვის შთაგონების წყაროდ“ მოიხსენიებდა. შემდეგ კი, ერთი კითხვის პასუხად, გაისმა ფრაზა, მკაფიო და საბოლოო: „უნგრეთი არ გაგზავნის არც ჯარისკაცებს და არც იარაღს უკრაინაში და ეს ძალაში რჩება უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებშიც“.
პეტერ მადიარი უკრაინასთან დაკავშირებით კურსს არ ცვლის. კანცლერ მერცს კი საგრძნობლად უწევს ემოციების დაცხრობა.
უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, ყოველ ნაბიჯზე ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, თუმცა, რაც შეეხება რუსეთს, მას ჯერჯერობით არ შეუძლია თავს სრული დამოუკიდებლობის გაბედულება მისცეს.
„ეს იმ მარტივი და აშკარა მიზეზის გამო ხდება, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია ერთ დღეში გაწყვიტოს ის ენერგეტიკული კავშირები, რომელთა ეჭვქვეშ დაყენებაც მის წინამორბედს არასოდეს სურდა და პირიქით, წლების განმავლობაში მეთოდურად აძლიერებდა კიდეც“, - ნათქვამია სტატიაში.
„საკმარისია მხოლოდ მონაცემებს შევხედოთ: 2023 წელს რუსული გაზი უნგრეთის იმპორტის 78.1%-ს შეადგენდა, რომელიც ქვეყანაში „თურქული ნაკადის“ გაზსადენით შედის. უნგრეთის ნავთობის იმპორტის დაახლოებით 70% კი რუსეთიდან, ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით მოდის, რომლის მარშრუტის ნაწილიც ზუსტად უკრაინის ტერიტორიაზე გადის“, - წერს სტატიის ავტორი.