ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
ფინეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ომის შეჩერების შემთხვევაში, რუსეთი სამხედრო შენაერთებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაიყვანს.
ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, სოლიდარობა გამოავლინონ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის სახელმწიფოებისადმი, რომლებსაც მიეკუთვნება ფინეთიც.
„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში როდესაც დადგება მშვიდობა, რუსეთი საფრთხედ დარჩება. ცხადია, რუსეთი ასეთ შემთხვევაში თავის სამხედრო ძალებს ჩვენს საზღვრებთან და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების საზღვრებთან გადაიყვანს. გასაგებია, რომ ჩვენ გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა“, – განაცხადა პეტერი ორპომ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპამ დამოუკიდებლად იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე, რადგან აშშ-ის ყურადღება სხვა რეგიონებისკენ ინაცვლებს.
„ჩვენ ვიცით, რომ აშშ მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვაში მონაწილეობის შემცირებასაც აპირებს, რადგან მათ ბევრი სხვა ინტერესები აქვთ უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ მინისტრმა.