ერაყის ქალაქ ბასრაზე ქუვეითის სარაკეტო იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქუვეითი

 ერაყში, ქალაქ ბასრაზე ქუვეითის მხრიდან სარაკეტო იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. ადგილზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს და მოსალოდნელია, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

შემთხვევის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, ქუვეითის საკონსულოში შეიჭრა. ქუვეითის მთავრობამ საკონსულოზე განხორციელებული ვანდალური ქმედება დაგმო. მათი განცხადებით, ქუვეითი არ არის არცერთი რეგიონული კონფლიქტის მონაწილე და არ დაუშვებს მისი ტერიტორია სხვა ქვეყნებზე თავდასხმისთვის იყოს გამოყენებული.