ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე მადრიდის აეროპორტში შეფერხებულია ფრენებიც

ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა

ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა.

როგორც „გარდიანი“ წერს, ყველაზე მეტად დაზარალდა ბარსელონა, სევილია, ვალენსია და მადრიდი, სადაც გაჩერდა მეტროპოლიტენი. ამასთან, შეფერხებულია ფრენები მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში.

ესპანეთის რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო დროებით გაჩერდნენ მატარებლები. ასევე, ესპანეთის ქალაქებში დიდი რიგებია, რადგან ელექტრონული ბარათებით გადახდა შეუძლებელია. რესტორნები და კაფეები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ. ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.

ქაოსია ასევე პორტუგალიაში, სადაც შეფერხებულია მობილური სატელეფონო კავშირი, პრობლემებია სატრანსპორტო სისტემაშიც. ლისაბონსა და პორტოში გათიშულია შუქმნიშნები. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ასევე ანდორაშიც.

ამასთან, ელექტროენერგიის გათიშვის გამო დღეს პორტუგალიისა და ესპანეთის მთავრობების საგანგებო სხდომა გაიმართება.