"დავინახეთ, როგორ გაჰყავდათ ყველანი სასწრაფოდ, პირველ რიგში, კი დონალდ ტრამპი" - რას ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც სროლას შეესწრნენ

თავდამსხმელი

31 წლის თავდამსხმელს, რომელმაც სასტუმროში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდნენ, ცეცხლი გახსნა, ბრალდებას ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. მედიის ცნობით, მან დაკავების შემდეგ სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ. სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ფოიეში იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ წავიდა.

მედიის ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი "ჰილტონის" სასტუმროს სტუმარი იყო. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და ხუთიდან რვამდე გასროლა განხორციელდა. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და პოლიციის თანამშრომლები კალიფორნიაში ჩხრეკენ ბინას, რომელიც, სავარაუდოდ თავდამსხმელთანაა დაკავშირებული.

მედიაში ვრცელდება, ასევე, თვითმხილველების განცხადებებიც.

"ჰოლში ვიყავი, როდესაც ზედიზედ სამი გასროლის ხმა გაისმა. მაშინვე კარისკენ გავვარდი, უკან არც კი მომიხედავს, უბრალოდ ხმა ზურგს უკან მომესმა და გარეთ გავვარდი," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

"იქ ვისხედით და უცებ რამდენიმე ძლიერი ბრახუნის ხმა გავიგეთ. მაშივე რთული იყო იმის თქმა, თუ რა ხდებოდა, თუმცა შემდეგ ოთახში უამრავი ადამიანი შემოვარდა და დავინახეთ, როგორ გაჰყავდათ ყველანი სასწრაფოდ, პირველ რიგში, კი დონალდ ტრამპი. სწორედ მაშინ გაცდა აშკარა, რაც ხდებოდა. ჩემს გარეშე მყოფი ყველა ადამიანი მაშინვე მაგიდის ქვეშ შეძვრა," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.