რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს
1775580618
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაბომბეს რვა სარკინიგზო ხიდი და გზის მონაკვეთი, რომლებსაც ირანის ხელისუფლება იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად იყენებდა.
სამხედროების ცნობით, დარტყმები ირანის რამდენიმე რაიონში განხორციელდა, მათ შორის თეირანში, კარაჯში, თავრიზში, ქაშანსა და ყუმში.
„გადასასვლელები დაიბომბა, რათა რეჟიმის ძალებს არ გამოეყენებინათ ისინი აღჭურვილობისა და იარაღის გადასატანად“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
დარტყმების დაწყებამდე სამხედროებმა ირანელები გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში მატარებლებით არ ესარგებლათ.
პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზარდი ძალით „ამსხვრევს“ ირანის რეჟიმს.