ჩინეთში უარყოფენ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პეკინმა ირანის სამხედროებს მხარდაჭერა შესთავაზა, მათ შორის აშშ-ის ძალების ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია

აშშ-ში ჩინეთის საელჩო

ჩინეთი უარყოფს ირანის სამხედროებისთვის მხარდაჭერის გაწევას.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ ირანის სამხედროებს მხარდაჭერა შესთავაზა, მათ შორის ომის დროს აშშ-ის ძალების ადგილმდებარეობის შესახებ სავარაუდო სადაზვერვო ინფორმაცია.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული სპეკულაციური და მინიშნებული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჟანგ სიაოგანგმა.

ცოტა ხნის წინ, „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ჩინური კერძო კომპანია, მათ შორის ისეთები, რომელსაც კავშირი აქვს სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან, ომის დროს აშშ-ის ძალების გადაადგილების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებდა.

„როიტერი“ აშშ-ის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩინეთის უმსხვილესმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ ირანის სამხედროებს ჩიპების დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა გაუგზავნა.

„ჩინეთი ირანის საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღია და პირდაპირი იყო, ინარჩუნებდა ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას“, – თქვა ჟანგმა და დასძინა, რომ ქვეყანა არასდროს ყოფილა ჩართული „არანაირ საქმიანობაში, რამაც შეიძლება, კონფლიქტი გამოიწვიოს“.