ჩინეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – პეკინი ამგვარად გამოეხმაურა პაკისტანსა და ინდოეთს შორის არსებულ დაძაბულობას, რაც 22 აპრილს კაშმირის სადავო შტატის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, შეიარაღებული პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლის გაუხსნეს, შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი.

„ჩინეთი მიესალმება ყველა ზომას, რომელიც ხელს უწყობს არსებული სიტუაციის განმუხტვას და მხარს უჭერს მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას რაც შეიძლება მალე. როგორც ინდოეთისა და პაკისტანის საერთო მეზობელი, ჩინეთი იმედოვნებს, რომ ინდოეთი და პაკისტანი გამოიჩენენ თავშეკავებას და ერთმანეთისკენ ნაბიჯებს გადადგამენ. ჩვენ სათანადოდ უნდა მოვაგვაროთ შესაბამისი უთანხმოებები დიალოგისა და კონსულტაციების გზით და ერთობლივად დავიცვათ რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, 22 აპრილს ქაშმირის შტატში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია. ბოლო დღეებში ვრცელდება ცნობები, რომ სასაზღვრო ხაზთან მყოფი ინდოელი და პაკისტანელი ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან. ინდოეთში ამბობენ, რომ განაგრძობენ ტურისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების ძებნას.

ნიუ დელიში ამტკიცებენ, რომ ბოროტმოქედებიდან ორი  პაკისტანის მოქალაქე იყო. „როიტერის“ ცნობით, სამძებრო ოპერაციის ფარგლებში დააკავეს 500 ადამიანი და ჩხრეკა ჩატარდა 1000-ზე მეტ სახლში. ამასთან, ინდოეთის ოფიციალური პირების ცნობით, ცხრა სახლი დაანგრიეს.