ბრიტანეთში ბავშვების დაცვის მიზნით სოცქსელებზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

მოსწავლე და სმარტფონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სოციალური მედიაპლატფორმებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესების მიზნით პარლამენტს მიმართავს.

კირ სტარმერის განცხადებით, ონლაინ-სივრცეში ბავშვთა დაცვის მიზნით უნდა გაკონტროლდეს არალეგალური კონტენტი და ისეთი ელემენტები, რომლებიც არასრულწლოვანთა დამოკიდებულებას გამოიწვევს. ბრიტანეთის პრემიერის მიერ ინიცირებულ შეზღუდვებს უნდა დაემორჩილოს ყველა ტექნოლოგიური ფირმა, გამონაკლისების გარეშე.

გაერთიანებული სამეფო ასევე იწყებს კონსულტაციებს, რომ ბავშვებს შეუზღუდონ წვდომა ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტებზე და სოციალური მედიის მოხმარება აუკრძალონ 16-წლამდე ასაკის მოზარდებს.