„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა კიევზე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი აგრესორია.
„მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ აგრესორი ამ შემთხვევაში რუსეთია, და ეს ძალიან კარგად იგრძნობა უკრაინელების მიერ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთი უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. მაგრამ ეს თავდასხმები - ეს საშინელი თავდასხმები - წარმოადგენს რეალურ, ადამიანურ შეხსენებას იმის შესახებ, ვინ არის აგრესორი ამ კონფლიქტში და როგორი ფასის გადახდა უწევს უკრაინელ ხალხს“, - დასძინა მან.